მოგესალმებით აუდიტორული კომპანია ”კომპაუდის” ვებგვერდზე

 



საიტის ფურცლებზე განთავსებულია ინფორმაცია კომპანიაზე, მის ისტორიაზე და პერსონალზე, მომსახურების სახეობებზე და პარტნიორებზე.
 აქ თქვენ შეგიძლიათ მიიღოთ გამოცდილი აუდიტორების უფასო კონსულტაცია, გადატვირთოთ სხვადასხვა დოკუმენტების ტიპიური ბლანკები, გაეცნოთ კანონმდებლობას და ინსტრუქციებს, რომლებიც არეგულირებენ ბუღალტრული აღრიცხვისა და ქონების შეფასების საკითხებს საქართველოში.
 

პატივცემულო ქალბატონებო და ბატონებო


ჩვენი წინადადება, რომელიც მოცემულია ვებგვერდზე, მიმართულია კომპანიებისადმი, რომლებიც დაინტერესულნი არიან ბუღალტერიის თანამშრომელთა სამუშაო დროის რაციონალური გამოყენებით, საგადასახადო რისკების კარდინალური შემცირებითა და ფულადი სახსრების ეფექტური გამოყენებით.

ვიმედოვნებთ თქვენც მათ რიცხვში იქნებით.

ის, რაც ჩვენ გვინდა შემოგთავაზოთ, არ შეიცავს თამამ გადაწყვეტილებებს და მათთან დაკავშირებულ ორგანიზაციულ სირთულეებს, არ მოითხოვს დროისა და ფულადი სახსრების ახალ დანახარჯებს. ყველაფერი პირიქითაა: ჩვენ გვინდა გავამარტივოთ აუდიტორული შემოწმების ჩატარების პროცედურები და იმავდროულად გავზარდოთ მისი ”უკუგება”, შევამციროთ მთავარი ბუღალტრების დატვირთვები (განსაკუთრებით წლიური ანგარიშგებების მომზადების პერიოდში), და ასევე შევამციროთ აუდიტის ჩატარებისათვის საჭირო ფინანსური დატვირთვა თქვენი კომპანიის ბიუჯეტზე.

აღნიშნული მიზნების მისაღწევად გთავაზობთ აუდიტორული შემოწმების ჩატარებას არა ერთდროულად მთლიან წელზე, არამედ რამდენიმე ეტაპად. 

ქვემოთ აღწერილია უმთავრესი, შედარებით თვალსაჩინო პლიუსები ასეთი მიდგომის გამოყენებით აუდიტის ჩატარებისას, რომელთა შორის, შეიძლება ყველაშიც, თქვენ მოიძიებთ თქვენი კომპანიისათვის სასარგებლო მომენტებს.



პატივისცემით,

ივანე ფანცულაია

კომპანია "კომპაუდის" დირექტორი



 

აუდიტორული შემოწმება რამოდენიმე ეტაპად. ძირითადი უპირატესობები


        1. შეცდომების დროული გასწორება:

                                                                                           

    წარმოვიდგინოთ, პირველი კვარტლის ბუღალტრულ აღრიცხვაში გაიპარა რაიმე უზუსტება (არასწორი გატარება, შეცდომა გადასახადის დაანგარიშებისას და ა.შ) ანდა აკლია რაიმე დოკუმენტი, თქვენ კი ამის შესახებ არ იცით ან უბრალოდ დაგავიწყდათ (ყველაფერი ხდება).

    გექნებათ კი თქვენ დრო (და სურვილი) დამოუკიდებლად შეამოწმოთ პირველი კვარტლის ყველა ოპერაცია? ასევე თუკი სიტუაცია არაერთმნიშვნელოვანია და მოითხოვს კანონმდბლობის საფუძვლიან შესწავლას, ”ცხელ კვალზე”, მაგრამ არა ერთი წლის შემდეგ?

   და ვინ მოვა თქვენთან შემოწმებაზე უფრო ადრე: აუდიტორები, რომლებიც არა მხოლოდ აღმოაჩენენ უზუსტობას, არამედ ამოფხვრიან კიდეც მათ, თუ საგადასახადო ინსპექციის თანამშრომლები, რომლებიც იმოქმედებენ სრულიად სხვაგვარად?   

  აუდიტის ყოველკვარტალურად ჩატარების შემთხვეევაში ყველა უზუსტობა, შეცდომები და საკამათო სიტუაციები გასწორდება და გადაწყდება კვარტლის დამთავრებისთანავე. 


        2. წიური ფინანსური ანგარიშგების პერიოდში დატვირთვის შემცირება 


      თქვენს კომპანიაში წლიური ანგარიშგების ჩატარებისათვის აუდიტორთა ვიზიტი იმ დროს, როდესაც მიმდინარეობს ანგარიშგების შედგენის სამუშაოები, ქმნის დამატებით დატვირთვას ზუსტად იმ მომენტში, როდესაც ბუღალტერიის თანამშრომლები მუშაობენ ისედაც დაძაბულ რეჟიმში.  

   აუდიტის ყოველკვარტალურად ჩატარების შემთხვეევაში თქვენ მოგიწევთ მუშაობა აუდიტორებთან, რომლებიც უკვე კარგად იცნობენ თქვენი კომპანიის აღრიცხვას და ფლობენ სიტუაციას. ამის გარდა, ისინი შეამოწმებენ მხოლოდ უკანასკნელ კვარტალს, რომელიც მოცული იქნება საჭირო დროის მხოლოდ მეოთხედით, ასევე თქვენც დაგჭირდებათ ოთხჯერ ნაკლები დრო შეცდომების გასწორებისათვის. 


      3. აუდიტორების მუშაობის ეფექტურობის ამაღლება 


     აუდიტორული შემოწმების ჩატარებისას, როდესაც ერთბაშად მოწმდება მთელი წელი, აუდიტორებმა მოკლე დროში უნდა მოახერხონ თქვენი კომპანიის წლიური ბუღალტრული აღრიცხვის საფუძვლიანი შესწავლა, უნდა აღმოაჩინონ ყველა უზუსტობა და შეცდომა, ასევე გამოავლინონ დოკუმენტების არასაკმარისობა. თუკი ბუღალტრულ აღრიცხვაში იქნება რამოდენიმე ასეული ანდა ათასეული ოპერაცია, აუდიტი ჩატარდება არჩევითი მეთოდით. ამ შემთხვევაში მართალია დოკუმენტების არჩევა მოხდება იმის გათვალისწინებით, რომ შესაძლებელი იყოს შეცდომების აღმოჩენის მაღალი რწმუნება, მაგრამ შენარჩუნდება იმის ალბათობაც, რომ შეცდომების რაღაც რაოდენობა ვერ იქნება აღმოჩენილი.

      ამის გარდა, თუკი აღმოჩენილი შეცდომებიდან რომელიმე იქნება ტიპიური, მაშინ აუდიტის ანგარიშში იქნება მისი აღწერილობა და რეკომენდაცია მის გასწორებაზე, მაგრამ არ იქნება სრული ჩამოთვლა წლიური ოპერაციებისა, რომლებშიც ეს შეცდომა შეიძლება იყოს დაშვებული. ამ შემთხევვაში კომპანიაზე იქნება ტვირთი იმისა, რომ დამოუკიდებლად შეამოწმოს აღნიშნული ტიპიური ოპერაციები და ყველაფერი ეს გასაკეთებელი იქნება წლიური ანგარიშგებების შედგენის პერიოდში.

     აუდიტის ყოველკვარტალურად ჩატარების შემთხვეევაში აუდიტორები ფლობენ შესაძლებლობებს სიტუაციები შეისწავლონ უფრო დაწვრილებით, გამოყოფენ რა უფრო მეტ დროს შემოწმების ჩატარებისათვის და პირველ კვარტალებში გამოვლენილი დარღვევები აღარ იქნება გამეორებული შემდეგ კვარტალში და თავისთავად მათი გასწორებაც არ იქნება საჭირო, ამით გაიზრდება ბუღალტერიის მუშაობის ხარისხი და სიზუსტე.


        4. ხარჯების განაწილება წლის განმავლობაში


   ერთდოულად მთელი მიმდინარე წლის ანგარიშგებაზე აუდიტორული შემოწმების ჩატარებისას, თქვენ აუდიტორებს სამუშაოებისათვის ასევე  თანხას უხდით ერთდროულად. ამასთან, საფასური აუდიტორული მომსახურეობისათვის წლის განმავლობაში იცვლება და თავის მაქსიმუმს ის აღწევს წლის პირველ კვარტალში, ე.ი. ზუსტად მაშინ, როცა კომპანიათა უმეტესობა აუდიტორული შემოწმების ჩატარებაზე იღებს გადაწყვეტილებას.

      აუდიტის ყოველკვარტალურად ჩატარების შემთხვეევაში აუდიტის ხარჯები ნაწილდება მთელ წელზე, ხოლო მისი ერთი ნაწილი მოდის იმ პერიოდზე, როდესაც აუდიტორული მომსახურების ფასები შედარებით დაბალია.


         5. საკონსულატაციო მხარდაჭერა


         ამჟამად გავრცელებულ პრაქტიკას წარმოადგენს საკონსულტაციო მომსახურების გაწევა აუდიტორული შემოწმების ჩატარებისას დამატებითი ანაზღაურების გარეშე. ეს ხდება მხოლოდ შემოწმების ჩატარების დროს. კონსულტაციები შემოწმებამდე ან შემოწმების შემდეგ, როგორც წესი წარმოადგენს ანაზღაურებადს.

    აუდიტის ყოველკვარტალურად ჩატარების შემთხვეევაში აუდიტორების საკონსულტაციო მხარდაჭერა გარანტირებული გაქვთ მთელი წლის განმავლობაში: დარეკავთ თქვენ აუდიტორ-კონსულტანტებთან ან გამოაგზავნით თქვენს შეტყობინებებს ელექტრონული ფოსტით და თქვენ დაგეხმარებიან.